აიყვანე შენი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი
შესვლის ფორმა
ნავიგაცია
კატები [2]
ძაღლები [55]
ფრინველები [1]
თევზები [1]
სხვა ცხოველები... [1]
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
რომელი სჯობია
სულ პასუხი: 330
საიტის მეგობრები
სტატისტიკა 1

Spin Palace Casino Free Slots, Intercasino, online counter, Clubworld casino, top online casino
სტატისტიკა 2

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Break.Ge TOP SITES www.wsa.ge TOP-RATING.UCOZ.COM
მთავარი » 2012 » მაისი » 25 » არგენტინული დოგი
10:16 AM
არგენტინული დოგი

არგენტინული დოგი – Dogo Argentino
გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არგენტინული დოგი წარმოადგენს იმ ჯიშთაგან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოს, რომლებიც ევროპის ფარგლებს გარეთ გამოიყვანეს. ჯიშის ასაკი სხვა ჯოშებთან შედარებით პატარაა. მისი მიზანმიმართული ტომობრივი მოშენება სულ რაღაც 70 წელს ითვლის. თუმცა, არგენტინული დოგის საწყისებს შუა საუკუნეებში მივყავართ, ახალი სინათლის ნაპირებისაკენ ესპანელ ზღვით მოგზაურთა პირველი ექსპედიციების დროს. ჯერ კიდევ მეორე ლაშქრობაში ქრისოტოფორე კოლუმბის ხელმძღვანელობით ესპანელებს თან ახლდათ ღონიერი მასტინო, რომელიც ახალ მიწებზე დარაჯის როლს ასრულებდა და მას მსხვილ ცხოველებზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდგომში ეს ძაღლი გახდა საწყისი ტომობრივი მასალა თეთრი კორდობული დოგის გამოყვანისათვის, რომლის მონაცემებიც ბევრად პასუხობდნენ ადგილობრივ პირობებს და ევროპელი კოლონიზატორების მოთხოვნებს. პირველ გადმოსახლებულთა ძირითადი საქმიანობა ფერმერობა იყო. მესაქონლეებსა და მიწათმოქმედებს ჰქონდათ საკმაოდ ბევრი პრობლემა მტაცებლებთან, რომლებიც ხშირად თავს ესხმოდნენ შინაურ ცხოველებს. ფერმერებს ესაჭიროებოდათ ძაღლი განსაკუთრებული სადარაჯო და მონადირული თვისებებით. ასეთი ძაღლების მოშენების ცენტრი გახდა არგენრინული ქალაქი კორდობა (ან კორდოვა), რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. კორდობის დოგს ჰქონდა ღონიერი აგებულობა, გააჩნდა კარგი ჩაჭერა, ტკივილის აღქმის კარგი უნარი, ბრძოლაში იყო მრისხანე და უშიშარი. ნადირობის დროს მოხერხებულობის მიზნით, ხდებოდა თეთრი შეფერილობის კორდობის დოგების გამოყვანა. მათ ამოსაჭმელი ძაღლების სახით იყენებდნენ იაგუარზე, პუმაზე და გარეულ ტახზე სანადიროდ. ამის გარდა, კორდობის დოგი მონაწილეობდა ძაღლების ბრძოლებში და კამეჩებზე სადევნად. თუმცა, ყველა ღირსების მიუხედავად, ალღოს, მოხერხებულობისა და გამძლეობის თვალსაზრისით, კორდობის დოგები, როგორც წესი, ვერ ჯობნიდნენ ევროპულ მონადირულ ძაღლებს. უკანასკნელთა გამოყენება ისეთ მრისხანე მტაცებლებთან საბრძოლველად, როგორიცაა იაგუარი ან პუმა, არ შეიძლებოდა, მაგრამ ისინი წარმოადგენდნენ კარგ მასალას შემდგომი ტომობრივი მუშაობისათვის. ახალი თაობის სელექციონერთა ამოცანა გახდა ამ მიზნისათვის ყველაზე გამოსადეგი სისხლის მქონე ევროპული ძაღლების გამოყენება და გაუმჯობესებული სამუშაო თვისებების მქონე ჯიშის გამოყვანა. XX საუკუნის დასაწყისში ახალი ჯიშის შექმნის გეგმა შეიმუშავა არგენტინელმა ექიმმა და თავგამოდებულმა მონადირემ ანტონიო მარტინესმა. გასული საუკუნის 20-იან წლებში იგი შეუდგა გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ მოშენებას. სამწუხაროდ, ჯიშის შემქნელმა მისი შრომის შედეგების სრყლყოფილი ნახვა ვერ მოასწრო. ნადირობაზე უბედური შემთხვევის გამო ანტონიო მარტინესი დაიღუპა. მისმა ძმამ ნორსს მარტინესმა არა მარტო განაგრძო დაწყებული საქმიანობა, არამედ მისი მეშვეობით არგენტინულმა დოგმა ფართო აღიარება მიიღო. ძირითადი ტომობრივი მასალის სახით გამოყენებულ იქნა ძველი კორდობის დოგები და ინგლისური ბულტერიერები. 1929 წელს ანტონიომ დაიწყო ექსპერიმენტი, მან შეურია მასტიფისებურ თეთრ ძაღლს ბულტერიერის სისხლი (მეტი სითამამისათვის), ბულდოგის სისხლი (მეტი თავდაჯერებულობისათვის) გერმანული დოგის სისხლი (ელეგანტურობისათვის) ინგლისური პოინტერის სისხლი (ყნოსვის იდეალიზაციისათვის) ირლანდიური მგელთამგუდავის სისხლი (სისხარტუსათვის) და ბორდონული დოგის სისხლი (სიძლიერისთვის) საბოლოოდ მარტინესმა მიიღო იდეალური მონადირე (პუმაზე,იაგუარზე და ტახზე). ის საუკეთესო ოჯახის მცველი და რაც მთავარია ამ ყველაფერთან ერთად შესანიშნავი კომპანიონია.
სტანდარტი:
ზოგადი აღწერილობა: სწრაფი, ჭკვიანი, ძლიერი, ერთგული, აგზოტიკური ექსტერიერი, საუკეთესო მონადირე.

თავი და ქალა: არგენტინული დოგის თავი დიდი, მოცულობითი, ღაწვამაღალი, ზომიერი სიგრძისაა, შუბლი – ბრტყელი და ფართო. გადასვლა შუბლიდან თითქმის მართკუთხოვან, ოდნავ შევიწროებულ დრუნჩზე აღნიშნულია მკვეთრად. შუბლისა და დრუნჩის ზოლები პარალელურია, თავის ქალის ნაწილი და დრუნჩი – ერთნაირი სიგრძის. ცხვირის ბიბილო დიდი და შავია, ზედა ტუჩები – სქელი, კბილები – დიდი, თეთრი ფერის, თანკბილვა – მაკრატელისებრი. ასეთი ძაღლის თვალები ოვალური ფორმისაა, საკმაოდ პატარა და მუქი. ყურები მაღლაა დასმული, მდგომი და კუპირებული.
ტანადობა: ხვადი 62-68 სმ, ძუ 60-65სმ. წონა: ხვადი 38-48 კგ, ძუ 34-43კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი
შეფერილობა: თეთრი, დამახასიათებელია ცხვირთან, ყურთან ან თვალთან შავი ლაქა.

ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა: რელიეფური, მშრალი, კანი – გადაჭიმული და ელასტიური. ბეწვი მოკლე, სწორი და გლუვია. კისერი ძლიერი და კუნთოვანია, მკერდი – ზომიერად ფართო და ღრმა. მინდაო კარგადაა გამოხატული, ზურგი სწორია, წელი – მოკლე, ძლიერი, ოდნავ ამოღუნული. გავა ზომიერად ფართოა და მდორედ ეშვება მუცლის საფუძველთან, მუცელი – ამოწეულია. მხრები ამობურცული და კუნთოვანია, წინამხრები, მაჯები და მტევნები ძლიერია, ამასთან წინამხრები – სწორი, პარალელური. მტევნები დასმულია შედარებით პატარა დახრით. უკანა კიდურები უკნიდან შეხედვისას სწორი და პარალელურია. თეძოები დაფარულია რელიეფური მუსკულატურით. წვივები გრძელი და დახრილად დასმულია. წინატერფერი ძლიერია, თითქმის შვეული. თათები ძლიერი და მრგვალია, თითები – მჭიდროდ შეკრული. კუდი სქელია საფუძველთან და ვიწროვდება ბოლოში, სიგრძით აღწევს სახტომ სახსრებს. მშვიდ მდგომარეობაში კუდი მდორე რკალით მოიღუნება მაღლა, მაგრამ შემოხვეული არაა. კორდობის დოგების მსგავსად არგენტინული დოგი თეთრი შეფერილობისაა, რასაც წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. თეთრი ფერი გამოყოფს ძაღლს და ამცირებს მასში თოფიდან შემთხვევითი მოხვედრის შესაძლებლობას. ცხოველზე რამდენიმე ძაღლის თავდასხმის დროს მათთვის უფრო მარტივია ორიენტირება საერთო ჩხუბში. სიბნელეში მონადირე ძაღლის გარჩევა შეიძლება არა მარტო ხმის მიხედვით, არამედ ვიზუალურადაც. თუმცა, უარყოფითი მომენტი ისაა, რომ თეთრი ფერი – ეს ალბინოსთა ფერია ყველა გამომდინარე შედეგით (კრიპტორქიზმი და სიყრუვე). ამიტომაც, მწარმოებელთა არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ შავ ცხვირს და მუქ თვალებს. ამის მიუხედავად, სიყრუვეს ზოგჯერ მაინც აქვს ადგილი. 1949 წელს იძულებულნი იყვნენ ბულ-ტერიერებისათვის დაეშვათ მრავალფეროვნობა. არგენტინელები ჯერჯერობით მხოლოდ თეთრ ზოლს აღიარებენ. ექსპერტთა მოსაზრებით, არგენტინული დოგი – ჩინებული ძაღლია, იაგუარზე ან პუმაზე ნადირობა კი მის გარეშე წარმოუდგენელია. სამშობლოში არგენტინულ დოგებს იყენებენ ასევე პოლიციაში და ჯარში საყარაულო სამსახურისათვის. ამ ძაღლების პრესტიჟი ძალიან მაღალია – არგენტინელები არგენტინული დოგით ისევე ამაყობენ, როგორც გერმანელები – დობერმანით. არგენტინაში არგენტინული დოგების სულადობა დაახლოებით 3 000 წარმომადგენელს ითვლის. მოშენების ცენტრებია კორდობა, ბუენოს-აირესი, ლა-პლატა, მენდოსა, სან-ლუისი. ევროპისათვის არგენტინული დოგი ჯერჯერობით ეკზოტიკური და ძალზე ძვირი ჯიშია. მისი მოშენება, ძირითადად, გერმანიაში ხდება, თუმცა სელექცია გართულებულია, უმთავრესად, ტომობრივი მასალისა და სისხლთა შეზღუდულობის გამო. ამის გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინაში განხილული ჯიშის ძაღლები ტომობრივი მოშენებისათვის დაშვებულია მხოლოდ „პუმისა” და „გარეული ღორის” ტესტების გასინჯვის შემდეგ. ამასთან, შემოწმების პირობები მაქსიმალურად ახლოა ნამდვილ ნადირობასთან. ეს ქმნის დამატებით სირთულეებს არგენტინული დოგის მოყვარულთათვის, თუ ცხადია, მათ სურთ საუკეთესო სამუშაო თვისებების მქონე ძაღლების და არა დეკორატიული საგამოფენო ეგზემპლიარების მიღება.
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 1351 | დაამატა: iTunes | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: